ყოველდღიური არქივი 21.10.2017. 11:54

“ნაცმოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლებმა უკვე 43 საჩივარი დაწერეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, მათმა წარმომადგენლებმა 43 საჩივარი უკვე დაწერეს. როგორც ქამადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო პროცესებში სუს-ი აქტიურად არის...

„მრავალეროვანი საქართელოს“ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამის შუალედური ანგარიში

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ გაავრცელა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე სამონიტორინგო...

ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისში რამდენიმე უბანზე „პრეს-მედიის“ სახელით შესვლას ცდილობდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში, რამდენიმე უბანზე „პრეს-მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი, ცესკო-ს აკრედიტაციის გარეშე ცდილობდა უბანზე შესვლას. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მათი აკრედიტაციები სავარაუდოდ,...

რა დარღვევები დაფიქსირდა 11:30 საათამდე უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში – “მრავალეროვანი საქართველოს” მონაცემები

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას. არჩევნების დღეზე სამონიტორინგო...

დმანისის 33-ე საარჩევნო უბანში კომისიის ახალი მდივანი აირჩიეს

ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე დმანისის 33-ე უბნის კომისიის მდივნის ავარიაში მოხვედრის საკითხს გამოეხმაურა. როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, კომისიის ახალი მდივანი კომისიის წევრებმა აირჩიეს და დმანისის...

ცესკოს მონაცემებით, დღევანდელ არჩევნებს 4 820 ჟურნალისტი აშუქებს

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ...

არჩილ თალაკვაძე: აქტიურობა არის იმის გარანტი, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი, უფრო...

საარჩევნო პროცესი თავისუფალ, მშვიდ, დემოკრატიულ პირობებში ტარდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ...

ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით

10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნები...

რა დარღვევები დააფიქსირა “სამართლიანმა არჩევნებმა” 11:00 საათის მდგომარეობით

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო...

ქეთევან ჩაჩავა: ამ დროისთვის სპეცუბნებზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჩაჩავას ინფორმაციით, 10:30 საათისათვის გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საარჩევნო უბნებებზე საარჩევნოო უბნების გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ორგანიზებულ...

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი: ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში 65-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ჩვენს დამკვირვებელს ტელეფონი წაართვა

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის დავით აქუბარდიას ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში 65-ე უბანზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ტელეფონი წაართვა. „კომისიის თავმჯდომარე რომეო ბულია ხმამაღლა ესაუბრებოდა...

დიდუბის 34-ე, 35-ე და 36-ე და ვაკეში 51-ე უბნებთან „ოცნების“ აქტივისტები წინასწარ შედგენილ სიებში...

დიდუბეში 34-ე, 35-ე და 36-ე უბნებთან, ასევე, ვაკეში 51-ე უბანთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, შავებში ჩაცმული მამაკაცები დგანან და წინასწარ შედგენილ სიებში ინიშნავენ ამომრჩევლის მისვლას,...

ქუთაისის #26–ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან გაკეთებულია წარწერა „მე ვირჩევ 41“-ს

ქუთაისის #26–ე საარჩევნო უბნის წინ, შესასვლელთან გაკეთებულია წარწერა „მე ვირჩევ 41“-ს. მსგავსი წარწერაა 27-ე უბნის მიმდებარედაც. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე აგიტაცია იკრძალება. საოლქო კომისიის თავმჯდომარის...

აჰმედ იმამყულიევი: მარნეულში რვა საარჩევნო უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ

მარნეულში რვა საარჩევნო უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა მარნეულში აჰმედ იმამყულიევმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, მათი პარტიის...

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად....

საია-ს ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საია-ს ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის არაერთი...

ბლოგი

ტესტი

როგორ იცნობ დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას?

პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ