მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ გაავრცელა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამა შუალედური ანგარიში.
ანგარიში მიმოიხილავს სამონიტორინგო პროგრმის მიზნობრივ საარჩვნო ოლქებში არსებულ ზოგად პოლიტიკურ და ელექტორალური ხასიათის ტენდენციებს, ისევე როგორც პოლიტიკური მიზნით ინსტიტუციონალური, აღსრულებითი, მარეგულირებელი და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრაქტიკას.
პროგრამაში ასევე ასახულია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობებისა და ქალთა ჩართულობის პრაქტიკისა და ტენდენციების მაჩვენებლები.
იხილეთ დოკუმენტი: 2017 წლის არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის შუალედური ანგარიში