განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჩაჩავას ინფორმაციით, 10:30 საათისათვის გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საარჩევნო უბნებებზე საარჩევნოო უბნების გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში.
ჩაჩავას ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევების ერთეული შემთხვევები.
საადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ შექმნიათ არავითარი დაბრკოლება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საარჩევნო უბნებებზე დაშვების კუთხით, რაც გასულ წლებთან შედარებით დადებითი ტენდენციაა.