საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს 19 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის # 20, გარდაბნის # 21, მარნეულის # 22, ბოლნისის # 23, დმანისის # 24, წალკის # 25, თეთრიწყაროს # 26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის # 36, ახალციხის # 37, ადიგენის # 38, ასპინძის # 39, ახალქალაქის # 40, ნინოწმინდის # 41, (სამცხე-ჯავახეთი), საგარეჯოს # 11, ახმეტის # 18, (კახეთის), კასპის # 30, გორის # 32, ქარელის # 33 და ხაშურის # 35 (შიდა ქართლის) საარჩევნო ოლქებს.
სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 487 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის საუბნო, მობილიური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.
სამონიტორინგო პროგრამა სრულად ფარავს რუსთავის # 20, მარნეულის # 22, გორის # 32, ახალციხის # 37 და ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქებს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის 8 ოპერატორი მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან მუდმივ რეჟიმში იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას.
გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი (591 04 76 02), რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.
07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესბამისად:
- ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე;
- ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს;
- თითქმის ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის, გარდა ერთი საარჩევნო უბნისა;
- არ დაფიქსირდა ძირითადი სახის დარღვევები უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ ზოგადად უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით, მათ შორის:
რუსთავის # 20 საარჩევნო ოლქის # 33 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე ითავსებდნენ რეგისტრატორის ფუნქციას. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე საარჩევნო ბიულეტინებს ადასტურებდნენ რეგისტრატორის ბეჭდით. აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე.
რუსთავის # 20 საარჩევნო ოლქის # 31 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა, კერძოდ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა არ მოახდინა ამომრჩევლის მარკირება. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის აღმოფხვრის მინზით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის მხრივ დარღვევასთან მიმართებაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება, დარღვევა აღმოიფხვრა.
რუსთავის # 20 საარჩევნო ოლქის # 31 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმი ივსებოდა ფანქრით. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე ხარვეზი აღმოიფხვრა.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 65 საარჩევნო უბანი არ იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის აღმოფხვრის მინზით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის მხრივ რეგირება მოახდინა დამკვირვებლის სიტყვიერ პროტესტზე და უბანი გახსნა ამომრჩევლის მისაღებად. არსებული ეტაპისათვის უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურები.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 46 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს უკანონოდ შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება, იმის გამო, რომ მას (აღნიშნული ამომრჩეველი არ საჭიროებდა დახმარებას) საარჩევნო კაბინაში შეყვა სხვა ამომრჩველი. აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე. ვინაიდან საუბნო საარჩევნო კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საჩივარი „მრავალეროვანი საქართელოს“ მიერ საჩივარი შევიდა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 38 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ნაკადის მარეგულირებელსა და რეგისტრატორს შორის. ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 52 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, სამ ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნა გაკეთდა კომისიის თავმჯდომარისადმი.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 50 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე მისცა ხმა, რაც თავის მხრივ კომისიის თავმჯდომარის მხრიდან გაცემული ნებართვით ახსნა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის აღმოფხვრის მინზით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის მხრივ რეგირების გარეშე დატოვა დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტი.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 66 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორები წინასწარ აწერდნენ ხელს საარჩევნო ბიულეტინზე და ამოწმებდნენ ბეჭდით. აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რის შედეგედაც საჩივარი დაკმაყოფილდა და დარღვევა აღმოიფხვრა.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 34 საარჩევნო უბანზე ყუთის მეთვალყურე რამოდენიმეჯერ დაეხმარა ამომრჩევლებს ბიულეტინის სპეციალურ კონვერტში მოთავსებაში. აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ გაკეთდა სიტყვიერი მითითება საუნბო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი და შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 40 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ გაკეთდა სიტყვიერი მითითება საუნბო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე. მიუხედავად დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტისა დარღვევა არ იქნა აღმოფხვრილი.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 66 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა, კერძოდ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა არ მოახდინა ამომრჩევლის მარკირება. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის აღმოფხვრის მინზით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის მხრივ დარღვევასთან მიმართებაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება, დარღვევა აღმოიფხვრა.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 4 საარჩევნო უბანზე ერთიდაიმავე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი ერთდროულად იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიმართვის საფუძველზე ინციდენტი აღმოიფხვრა და ერთმა პირმა დატოვა საარჩევნო უბანი.
“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF), საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ფინანსური მხარდაჭერით.