ლაგოდეხის სოფელ აფენში “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატი წარადგინა

850

წინა სტატია

ლაგოდეხის სოფელ აფენში შუალედურ არჩევნებზე “ქართული ოცნებიდან” 27 წლის ომარ შველიძე იყრის კენჭს. კანდიდატი მოსახლეობას საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარუდგინა. ინფორმაცრციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილი აცხადებს, რომ აფენის თემში არჩევნები 4 უბანზე ჩატარდება, რომელიც სოფელ ჭაბუკიანის 2 საარჩევნო უბანს, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბანს მოიცავს.

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და დაინიშნა შუალედური არჩევნები.

საინიციატივო ჯგუფიდან არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, მათი რეგისტრაციის ვადა უკვე გავიდა. რაც შეეხება პარტიების წარმომადგენლებს, მათ ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ. აგვისტოს თვის მონაცემებით, ოთხივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 4 224 ამომრჩეველი”,- განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.