სუსის თანამშრომლებმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. გრიგოლ ივანეიშვილს ხელბორკილები საკრებულოს სხდომაზე დაადეს.
სუსში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დეტალები ზუსტდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანეიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.