7 ივნისს, მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქნიშანთან ახლოს, საგზაო ნიშანი დაამონტაჟეს, რომლითაც ტრანსპორტს ამ ტერიტორიაზე გაჩერება ეკრძალება. რადიო მარნეულთან საუბრისას მარნეულის მუნიციპალური შპს „ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე, სადაც გაჩერების ამკრძალავი ნიშნები დაყენდა, გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ კერძო ტრანსპორტის მძღოლმა ამკრძალავ ნიშანს ყურადღება არ მიაქცია და მანქანა მაინც გააჩერა მას საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს. მარნეულის ბაზართან...
უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან და აცრა უნდათ, ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა მიეცემათ“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, უცხოეთის მოქალაქეების საქართველოში ვაქცინაციის საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ. “გიდასტურებთ, რომ ეს საკითხი მუშავდება და საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, წინასწარ ვერ განვაცხადებ. უცხოელებს, ვისაც ბინადრობა აქვთ, ასევე დიპლომატებს ჩვენ ვცრით, მაგრამ ზოგადად, უცხოეთის...
თელავში 5 ახალი ავტობუსი მოძრაობს, რომელსაც უახლოეს პერიოდში კიდევ 5 დაემატება. ამ დროისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. როგორც თელავის მუნიციპალიეტში კახეთის ხმას განუცხადეს, მგზავრობა კვლავ უფასო იქნება და ჯერ-ჯერობით უახლოესი ერთი თვე მოსახლეობას მგზავრობის საფასურის გადახდა არ მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თელავს ევროსტანდარტების 10 ავტობუსი ჰყავს. აქედან სრული დატვირთვით მხოლოდ 5 ავტობუსი მუშაობს. ასევე შეგახსენებთ, რომ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა...
ბობოყვათში აუქციონზე გატანილ 30-მდე ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 150-მდე ოჯახი აცხადებს. სამშაბათს მათ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსვლელობა მოაწყვეს და განაცხადეს, რომ ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი, მათი საკუთრებაა და საუკუნეების განმავლობაში მათი წინაპრები ფლობდნენ, რასაც არქივიდან გამოტანილი დოკუმენტებით ამტკიცებენ. ამის შესახებ ინფორმაცას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, მიწის ნაკვეთები სარგებლობაში 2008 წლამდე ჰქონდათ და საკუთრების აღიარების დაპირებას სხვადასხვა...
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული სოციალური პროგრამების დაფინანსებაა, პრიორიტეტებს შორის უწყებას პირველ ადგილზე ინფრასტრუქტურის მოწყობა აქვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გამოდის, რომ გზების რეაბილიტაციაზე უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე სოციალურად დაუცველი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეებზე. ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ, უწყებამ ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2021 წლისთვის ყველაზე მეტი - 29 059 700 ლარი ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება, შემდეგ მოდის, კულტურა, განათლება,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნაზე რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ მისცემს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ კომენდანტის საათთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. „ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი მიუხედავად იმისა, რომ მცირდება 17 მაისის შემდეგ, მაინც რამოდენიმე ასეულის ფარგლებშია და ამიტომ ჯერჯერობით ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 9 ივნისის 23:00 სთ-დან 10 ივნისის 04:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის...
პარლამენტარი ტარიელ ნაკაიძე ხულო-ზარზმის 50 კილომეტრიანი გზის შეკეთების შესახებ საუბრობს, მისი თქმით, მოსახლეობას დაპირებებს გზის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით 2015 წლიდან უშედეგოდ აძლევენ. ამის შესახებ სახმრეთის კარიბჭე წერს. „საუბარი მაქვს 50 კილომეტრიანი გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წლის აგვისტოს, აჭარაში შუამთობის ტრადიციის დროს გვპირდება, რომ ხულო-ადიგენის გზის პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები კი მომავალი წლიდან დაიწყება. 2017 წელს იგივე თვეში აგვისტოს...
გორში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 2 788 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები 240 დღეში უნდა დაასრულოს. "საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთს, რომელსაც კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია, წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, ასფალტის საფარი სარეაბილიტაციო მონაკვეთზე შემორჩენილია ალაგ-ალაგ არის დაზიანებული, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული ასფალტის საფარის მოფრეზვა და ანაფრეზი მასალის...
ავტორები: თეკლა ადამია და ქეთო ქელლეჯი-ხურციძე გორის მერიამ 2018 წელს ევროკავშირისგან 1.8 მილიონი ლარი მიიღო ქალაქის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. 300,000 ლარიც საკუთარი ბიუჯეტიდან დაამატეს, ამ ფულით ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარებულიყო და მცირე ბიზნესიც წაეხალისებინათ. ამ თემაზე საგამოძიებო სტატიას ifact.ge ავრცელებს. გორის მერიასაც “კორონამ” სულზე მოუსწრო. არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები და ამჟამად უფუნქციოდ დარჩენილი პროექტები აქაც პანდემიას დაბრალდა. “მერები ეკონომიკური ზრდისთის” – ასე ჰქვია ევროკავშირის კონკურსს,...
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილება ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მზადების ფარგლებში პირველი შეხვედრა სამუშაო ჯგუფმა მეჯვრისხევში გამართა. შეხვედრაზე სოფლის დეპუტატ, ასმათ ტალახაძესთან ერთად დეტალურად განიხილეს სამუშაო გეგმა და კითხვარი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სოფლების ტურისტული გზამკვლევები.
წინა სტატია "იმედის" მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტს, სადაც ძმებ ხოჯევანიშვილებს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ეხმაურება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გიორგი ხოჯევანშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ყალბ ამბავს უწოდებს და მას გიორგი გახარიას გუნდის გააქტიურებას უკავშირებს. "ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ყალბი ამბების გავრცელება ხდება, თან ეს ყოველივე მას შემდეგ გახდა ასეთი ინტენსიური, რაც გახარიას გუნდი გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე. ამაზე უარესი კი ის არის, რომ...
შემდეგი სტატია ტელეკომპანიამ "იმედი" ნეპოტისტურ სქემაზე სიუჟეტი გამოაქვეყნა, სადაც გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი და მისი ოჯახის წევრებიც ფიგურირებენ. მასალის მიხედვით, ყოფილ პრემიერთან სუსის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის  დაკავშირება გიორგი გახარიას ცოლის ძმის, გიორგი ფანცულაიას მეგობრობიდან დაიწყო. რომელმაც ოჯახის წევრების დასაქმება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. ალქესანდრე ხოჯევანიშვილის ძმა თავდაპირველად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გახდა, მოგვიანებით კი მმართველი გუნდიდან გორი-კასპის მაჟორიტარი. გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლე, ნათია ჯავახი, განათლების სამინისტროში დასაქმდა, ცოლის და თამარ ჯავახი კი 112-ში, მისი...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ვერსიით, სამშენებლო ფირმის დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, 2018-2019 წლებში დაამზადა და სხვადასხვა შემსყიდველ ორგანიზაციებს წარუდგინა 2 529 645 ლარის ღირებულების ყალბი ხელშეკრულებები, რის შედეგადაც, საწარმოს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები. გამოძიების ცნობით, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით...
საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ „შავ სიაში“ ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ, - ამის შესახებ ინტერპრესნიუსთან ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა. ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, დეფაქტო რეჟიმი შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებულებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაიტანონ და ამიტომ გაამკაცრეს მათ გადაადგილებაზე შეზღუდვა. “ამ ეტაპზე, ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლებას იქ...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა, მერის მოადგილეები - მამუკა პაპასკირი და ზაქარია გვრიტიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე გაეცნენ. ფოთის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება...

ბლოგი

ტესტი

როგორ იცნობ დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას?

პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ