გორში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 2 788 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები 240 დღეში უნდა დაასრულოს.
“საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთს, რომელსაც კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია, წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, ასფალტის საფარი სარეაბილიტაციო მონაკვეთზე შემორჩენილია ალაგ-ალაგ არის დაზიანებული, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული ასფალტის საფარის მოფრეზვა და ანაფრეზი მასალის გამოყენება”, -ნათქვამია დოკუმენტაციაში.