გორის სოფლებისთვის ტურისტული გზამკვლევი შეიქმნება

366

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილება ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მზადების ფარგლებში პირველი შეხვედრა სამუშაო ჯგუფმა მეჯვრისხევში გამართა.

შეხვედრაზე სოფლის დეპუტატ, ასმათ ტალახაძესთან ერთად დეტალურად განიხილეს სამუშაო გეგმა და კითხვარი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სოფლების ტურისტული გზამკვლევები.