გორის მერიის ბიუჯეტში ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული სოციალურ პროგრამებია

838

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული სოციალური პროგრამების დაფინანსებაა, პრიორიტეტებს შორის უწყებას პირველ ადგილზე ინფრასტრუქტურის მოწყობა აქვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გამოდის, რომ გზების რეაბილიტაციაზე უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე სოციალურად დაუცველი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეებზე.

ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ, უწყებამ ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2021 წლისთვის ყველაზე მეტი – 29 059 700 ლარი ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება, შემდეგ მოდის, კულტურა, განათლება, გარემოს დაცვა და ბოლოს, სოციალური პროგრამები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 347 200 ლარი დაიხარჯება.

მერიის ინფორმაციით, 2 347 200 ლარიდან სოციალურ პროგრამებზე 3 თვეში 826 572 ლარი დაიხარჯა.

სოციალური დახმარების პროგრამებში შედის: ობოლი ბავშვების, ვეტერანების, მრავალშვილიანი ოჯახების და ა.შ დახმარება.