ზუგდიდის სოფელ ახალკახათში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

701

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ბიბლიოთეკის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ახალკახათის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 1300-ით შეივსო, ხოლო გამგეობამ ბიბლიოთეკას საჩუქრად 100 წიგნი გადასცა.

2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი 8266 – ით შეივსო.

უახლოეს მომავალში ახალი ბიბლიოთეკების გახსნა ორულუში, რიყესა და დიდინეძში იგეგმება.