მცხეთაში, აგურის ქარხნის დასახლებაში, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

1211

აგურის ქარხნის დასახლებაში, სამხედროს ქუჩაზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები, საქანელა, სასრიალო, აიწონა-დაიწონა, ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის საფარი.

ინფორმაციას ქალაქ მცხეთის მერია ავრცელებს.