დმანისის გამგებელი თვითმმართველობის არჩევნებში „შენების მოძრაობის“ სახელით მიიღებს მონაწილეობას

965

„შენების მოძრაობამ“ დმანისში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

დმანისის მერობისთვის ამჟამად მოქმედი გამგებელი გოგი ბარბაქაძე „შენების მოძრაობის“ სახელით იბრძოლებს,

მან დღეს „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარესთან, საკრებულოს მოქმედ თამჯდომარესთან და კიდევ პარტიის სამ წევრთან ერთად „ქართული ოცნება“ დატოვა.

გოგი ბარბაქაძე გადაწყვეტილების მიზეზად მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის მხრიდან ზეწოლას ასახელებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გუნდთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელ კანდიდატად გადაწყვიტა, ზეწოლის მცდელობები არ წყდება, რა მიზეზითაც ექვსმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

თავად კახაბერ ოქრიაშვილი ბრალდებას უარყოფს.

წყარო: 1tv.ge