რუსთავის ბაგა-ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა

703

2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 1200 ბავშვისთვის თანამედროვე სტანდარტების საწოლები, სანიტარულ-ჰიგიენური მასალების შესანახი კარადები, ასევე, 3 500 ერთეული რბილი ინვენტარი ( საბანი, ლეიბი და ბალიში) შეიძინა.
ახალი ინვენტარის გადაცემას #18 და #40 ფილიალებში, დღეს, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი დაესწრო.
რუსთავის ოცივე საბავშვო ბაღი რბილი ინვენტარით, სრულად მომავალი წლის იანვარში განახლდება.