ხულოდან ზარზმის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება

803

ხულო – ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობა იგეგმება. აჭარის მთავრობის მეთაურის ზურა პატარაძის თქმით, პროექტის პარგლებში გაკეთდება სანიაღვრე არხები, თავისი გაბიონებით და ნაპირსამაგრი სამუშაოებით.

აჭარის პირველი პირის თქმით მოხდება ოჯახების განსახლებაც, და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება და შესაბამისად მონაცვლეობის სახით. ფულადი კომპენსაცია ან შესაბამისად სხვა ადგილას გადაეცემათ ფართები.

“უახლოეს პერიოდში დაიწყება ხულო ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობა. მთავრდება ტენდერი ბოლო ეტაპზე ვართ გადასული. ჩვენ გვინდა, რომ სერიოზულმა სოლიდურმა კომპანიამ ჩაიბაროს ეს მიმართულება ვინაიდან საკმაოდ სოლიდური თანხებია გამოყოფილი და ჩვენ გვინდა პროფესიონალებმა, ერთგულმა ხალხმა, ძლიერმა კომპანიამ ააშენოს და ისე გაკეთდეს ეს გზა, რომ ჩვენ ძალიან დიდხანს ვიყოთ კმაყოფილებ, იყოს იდეალური საშუალება მიმოსვლის.

ამავდროულად არამარტო შავი საფარი არამედ ძალიან ბევრ ადგილებში მოხდება განსახლება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია ძალიან ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება და შესაბამისად მონაცვლეობის სახით ან ფულადი კომპენსაცია ან სხვა ადგილას გადაეცემათ ფართები. სანაცვლოთ გაკეთდება ფართე არაჩვეულებრივი გზა, გაკეთდება სანიაღვრე არხები, თავისი გაბიონებით თავისი ნაპირსამაგრი სამუშაოებით და ჩვენ მივიღებთ არაჩვეულებრივ არტეიას რომელიც დააკავშირებს ადიგენის მუნიციპალიტეთან ჩვენს რეგიონს ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალმთიან აჭარის მეტი ჩართულობა იქნება. რაც მთავარია ოთხივე სეზონის განმავლობაში გზა იქნება გახსნილი. ჩვენ გვექნება მეტი საშუალება მიმოსვლის, ჩვენ გვექნება მეტი საშუალება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაღვივების და გაღრმავების.“- განაცხადა პატარაძემ.

წყარო: აიპრესი