იან კელი მარნეულს სტუმრობს

721

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი მარნეულის მუნიციპალიტეტს სტუმრობს. იან კელი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს შეხვდა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას მარნეულში ჩასვლის სურვილი დიდი ხანია ჰქონდა და იმ პროექტებს გაეცნობა, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ USAID-ის საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა.

დღესვე, იან კელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეგლიარსაც ესტუმრება, სადაც სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებულ პროექტს გაეცნობა.

წყარო: ინტერპრესნიუსი