ახმეტის სოფელ მატანში საბავშვო ბაღი შენდება

550

კახეთის რეგიონის მასშტაბით პროექტების განხორციელება უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, სოსო ქარუმაშვილი დღეს, სოფელ მატანში საბავშვო ბაღის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება, რისთვისაც 856 000 ლარი დაიხარჯება.