შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული: საგანგებო მდგომარეობა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შეაფერხებს

46

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არ შეფერხდება, – ეს განცხადება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, “რადიო მოზაიკას” პირდაპირეთერში გააკეთა. გიორგი ხოჯევანიშვილი მოქალაქეთა შეკითხვებს დღეს 40 წუთის განმავლობაში პასუხობდა. ძირითადი დრო კი კორონავირუსის გავრცელების შედეგად, რეგიონში არსებული ვითარების განხილვას დაეთმო, თუმცა მხარის რწმუნებულმა არჩევნებსა და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა.

“მმართველი გუნდის დისტანციური მუშაობის ფორმა და აღნიშნული გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყნ დგას, არ შეაფერხებს იმ პროცესს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობს და შესაბამის პროცედურებს გადის. რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს, ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, ეპიდემიის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენი ქვეყანაც ისარგებლებს ცივილიზებული სამყაროს გადაწყვეტილების ანალოგიებით, თუ კი ამის საჭიროება იქნება. არჩევნები ის საკითხია, რომლის ჩატარების ფორმის მოფიქრებაც დასარეგულირებელი და გადასაწყვეტი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით” , – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა გადაცემაში “დარჩი სახლში”.