მარნეულის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარს დახარჯავს

160

მარნეულის მერია ხუთ ახალ ავტობუსს შეიძენს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავრობუსების შესაძენად ტენდერი დღეს, 19 მარტს, გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

სატენდერო წინადადებეის მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარს დახარჯავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ ავტობუსები, ტენდერის სახელწოდებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 5 ახალი ავტობუსი ქალაქ მარნეულს მოემსახურება.

ქალაქ მარნეულში მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვის ტენდერში მონაწილე კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 15-დან 20 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა ორი კვირის განმავლობაში აკრძალულია