ქუთაისში სოციალურად დაუცველებს სააღდგომო ნობათს სახლში მიუტანენ

837

ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათებს სახლებში მიიღებენ. ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  ამისთვის საჭირო არ იქნება წინასწარ დარეგისტრირება და განცხადების დაწერა. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.

“სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ყველა ბენეფიციარს სააღდგომო ნობათს სახლში ქუთაისის მერიის თანამშრომლები მიუტანენ. ამასთანავე, ვთხოვთ მოქალაქეებს, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მივიდნენ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, რომელიც მუშაობის ნახევრად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და იქ ყოველდღიურად მხოლოდ მორიგე თანამშრომლები მუშაობენ.  შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე (0431) 24-26-51, 595250309 ან მიხვიდეთ ქუთაისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში, მისამართი: რუსთაველის #3, ასევე ქ.ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, მისამართი: დუმბაძის ქუჩა # 61.”- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

,,სოციალური ღონისძიებების” პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო ნობათს 1935 ბენეფიციარი მიიღებს.

ნობათის შემადგენლობა ასეთია: 1 ცალი გაყინული ქათამი, 2კგ შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, 1 ლიტრა ზეთი, 1 ცალი კარაქი, 10 ცალი კვერცხი, 2კგ პურის ფქვილი, 1 ცალი პასკა.