ზურაბ ნასარაია: გურიაში სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას ნამდვილად არ ემუქრება

47

გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილესთან ირაკლი სირაძესთან ერთად, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ქალაქ ოზურგეთის სუპერმარკეტებში იმყოფებოდა. ინფორმაციას გურიის მოამბე აქვეყნებს.

რწმუნებულმა ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებისგან ადგილზე მიიღო. აღინიშნა, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სურსათის მარაგების პრობლემა ქსელში არ აქვთ და არც ჰქონიათ.

„მინდა მოვუწოდო ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არანაირი პანიკის საფუძველი რეგიონში არ დგას. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას ნამდვილად არ ემუქრება. მთავარია გავითვალისწინოთ და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს,“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.