ქუთაისში ბაღებისთვის წინასწარ შეძენილ სურსათს აღსაზრდელებს სახლში მიუტანენ

70

ქუთაისში ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებას წინასწარ შეძენილ არამალფუჭებადი პროდუქტი  აღსაზრდელებისთვის სახლში მიაქვს.

“უკვე დავიწყეთ პროდუქტების დარიგება.  პირველ რიგში მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველებს მივუტანთ სახლში”, – ამბობს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი.

მისი თქმით, უკვე  65 პერსონალზე გაიცა პროდუქტები და დანჩენებსაც ეტაპობრივად მიუტანენ.

კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღებში არდადეგები თავდაპირველად 2 მარტს გამოცხადდა და ის 16 მარტამდე  გრძელდებოდა, თუმცა, სასწავლოს პროცესმა ისევ გადაიწია.