გახარია: ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა დამატებით 300 მილიონს დახარჯავს

746

საქართველოს მთავრობა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 300 მილიონ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ეკონომიკის სტიმულირების გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

“გარდა ამისა ჩვენ კარგად გვესმის რომ ეკონომიკას ჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც ამიტომაც, მთავრობის გადაწყვეტილებით კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებისა და ეკონომიკური სტიმულირების სამთავრობო გეგმა ასევე, ითვალისწინებს საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადებას ტურისტულ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის.

სხვა ნაბიჯებთან ერთად, მთავრობა კომპანიებისთვის დასაბრუნებული დღგ-ების გაორმაგებას გეგმავს და წელს ეს თანხა 1,2 მილიარდ ლარს გაუტოლდება.