რუსთავის მერია მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადადის

1382
რუსთავის მერია

რუსთავის მერია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადადის.

რუსთავის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მივიდნენ.

„COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადადის.

მოგმართავთ თხოვნით, ისარგებლოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მობრძანდეთ.

ნებისმიერი წერილი თანდართული დოკუმენტაციით, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მერიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე rustavi.municipality@rustavi.gov.ge ან დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე: 0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.