დედოფლისწყაროში მე-6 საუკუნის ძეგლის ლოდებისგან გაწმენდა მიმდინარეობს

1021

დედოფლისწყაროში მდებარე მე-6 საუკუნის ძეგლის დერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძეგლს რამდენიმე თვის წინ მოწყვეტილი ლოდები დაეცა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიკაშვილის თქმით, ელიას მთაზე ქვისცვენის საშიშროება მთასვლელების მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ აღარ იქნება.

“ამ ეტაპზე ტაძრის კლდიდან მოწვეტილი ლოდებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება და მომლოცველებისთის გადადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება”- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიკაშვილმა.

წინასწარმეტყველ ელია ტეზბიტელის სამონასტრო კომპლექსი დამთვალიერებლისთვის 2 აგვისტოს, ელიაობის დღესასწაულზე ოფიციალურად გაიხსნება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კლდეზეა აშენებული და თავისი არქიტექტურით რეგიონში გამორჩეულია. მას კლდიდან მოწყვეტილი ლოდები გასული წლის ბოლოს დაეცა. შედეგად დაზიანდა ტაძარში ასასვლელი კიბე და შესასვლელი თაღი, ეკლესიას კი ბზარები გაუჩნდა. მომხდარის გამო შეწყვეტილია ღვთისმსახურება. მრველს კი ტერიტორიასთან მიახლოვება ამ დრომდე აკრძალული აქვს.

წყარო: აიპრესი