აფხაზეთში ამოქმედდა ე.წ. კანონი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

593
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში პირველი მარტიდან შევიდა კანონი ძალაში და გამკაცრდა სასჯელი ნარკოდანაშაულისთვის, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კერძოდ, ცვლილებები გულისხმობს უვადო პატიმრობას, ან სიკვდილით დასჯას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების იმპორტის და ექსპორტისთვის.

“კანონი” ე.წ. მთავრობამ გასულ წელს, აპრილში მიიღო.

“კანონი 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა ძალაში მხოლოდ დღეს შედის. მინისტრთა კაბინეტს უნდა განესაზღვრა ნარკომომხმარებლები და დისტრიბუტორები და ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ, არ მოეხადათ  უვადო სასჯელი. მთავრობამ ეს სამუშაო ვერ დაასრულა, კანონი კი პირველი მარტიდან შედის ძალაში”, – უთხრა რუსულ გამოცემა “ტასს” ე.წ. პარლამენტის წევრმა დმიტრი დბარმა.

მისი თქმით, ეს კანონი მიმართულია ნარკოტიკის გამავრცელებელთა საქმიანობის აღკვეთისკენ.
დეფაქტო კანონის თანახმად, 0,5 გ მეტადონი, რომელიც ყველაზე გავრცელებული პრეპარატია დეფაქტო რესპუბლიკაში, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, ხოლო ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს იყენებენ და არა ნარკოტიკული საშუალების გამავრცელებლები, შეიძლება უვადო პატიმრობის მუხლით გასამართლდნენ.

ადრე ნარკოტიკების შემოტანა, გატანასა და რეალიზაციაზე აფხაზეთში სასჯელის ზომად იყო 15-დან 20 წლამდე პატიმრობა იყო განსაზღვრული.