“ქუჩაში გავლის გვეშინია” – ოზურგეთში მიუსაფარი ძაღლები მოსახლეობას თავს ესხმიან

500

ოზურგეთში, მიუსაფარი ძაღლები, მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. ხალხი დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. 

მერაბ კოსტავას ქუჩაზე როდესაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ტროტუარს ასუფთავებდა, მას უეცრად ოთხი ქუჩის მიუსაფარი ძაღლი დაესხა თავს, ამბავს შემთხვევით შეესწრო პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟი. მათ შეძლეს ქალის უვნებლად ადგილიდან გაყვანა.

ეს არაა ქალაქში პირველი შემთხვევა, როდესაც მიუსაფარი ძაღლები უმიზეზოდ ესხმიან თავს მოქალაქეებს. დღეს დილით, სტახანოვის ქუჩაზე, მე-4 ბაღის წინ ერთი ქალბატონი გახდა ძაღლის თავდასხმის ობიექტი, მას გამვლელი მამაკაცი დაეხმარა და ჯოხებით მოიგერია ძაღლი.

“ქუჩაში ვეღარ გაივლი იმდენი ძაღლია, ანტისანიტარიაა ამ ძაღლების გადამკიდე, რომ გიკბინოს აცრები 70 ლარი ღირს, ძალიან დაუცველები ვართ, მიაქციონ ამას ყურადღება, ადრე კი იყო თავშესაფარი და ახლა საერთოდ განუკითხაობაა,”- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.