დეფაქტო სამხრეთ ოსეთმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

642

კორონავირუსით საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის დაინფიცირების გამო, დეფაქტო სამხრეთ ოსეთმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ამის შესახებ განცხადებას ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, დაიკეტა ,,სინაგურის” საგუშაგო, რომელიც პერევის მიმართულებითაა გახსნილი. რაც შეეხება ,,მოსაბრუნის”  (რაზდახანი) საგუშაგოს, (ახალგორის რაიონი), აქ ისედაც მოძრაობა შეზღუდული იყო.

“ვირუსი მოდებულია მთელ მსოფლიოს. ახლა გამოვლინდა მეზობელ საქართველოში. ეს სერიოზული მიზეზია იმისა, რომ რესპუბლიკას ოპერატიული ზომები გაატაროს” – აღნიშნავს ანატოლი ბიბილოვის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი დინა გასიევი.