“ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, ეს არის კატასტროფა” – გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან შეშა მიიტანა

539

შემდეგი სტატია

პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისში ბუნებრივი აირის გათიშვა გააპროტესტა და მერიასთან შეშა მიიტანა. გოგი წულაია მერიის შენობასთან ცეცხლის დანთებას აპირებდა, თუმცა მას ამის საშუალება სამმართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს მცირედი დაპირისპირება მოყვა.

სამართალდამცველებმა გოგი წულაიას შეშა ჩამოართვეს და განუმარტეს, რომ ადგილზე ცეცხლის დანთება არ შეიძლება.

წულაიას განცხადებით, ქუთაიში 5 სანტიმეტრი თოვლია და ქალაქი აბსოლუტურად პარალიზებულია.

შექმნილ მდგომარეობაში წულაია პასუხისმგებლობას ქალაქის ხელმძღვანელობას აკისრებს.

„ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენს მერს ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს, რადგან ვერ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა. მინდოდა ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა, მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ”, – განაცხადა წულაიამ.