ევროპაში ყველაზე ჯანმრთელ დედაქალაქებს შორის თბილისი ბოლოდან მეხუთე ადგილზეა

293

Treated.com – ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, ევროპაში ყველაზე ჯანმრთელ დედაქალაქებს შორის თბილისი 41-ე ადგილზეა. ევროპის მასშტაბით რეიტინგში პირველ ადგილზე, 102 ქულით, კოპენჰაგენია, შემდეგ მოდის ვენა, ბერნი, ჰელსინკი, ბერლინი და სტოკჰოლმი.

ვილნიუსი, რომელმაც ევროპის 46 დედაქალაქიდან მე-7 ადგილი დაიკავა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ჯანმრთელ დედაქალაქად დასახელდა.

განსაკუთრებით მაღალი შეფასებები დაიმსახურა (169 ქულა) ლიეტუვის დედაქალაქის ჰაერის ხარისხმა და მწვანე სივრცეებმა.

კვლევის მიხედვით, მთელ კონტინენტზე ბოლო, 46-ე ადგილი ბაქოს მიენიჭა.

ცნობისთვის, რაც უფრო ნაკლები ქულა აქვს ქალაქს მიღებული, მით უფრო ჯანმრთელია იგი.