აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახლი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება

881

აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახლი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. მუნიციპალიტეტმა 13 და 7 კუბიანი მაღალი გამავლობის ნაგავმზიდი მანქანa და 100 ერთეული ნარჩენის კონტეინერი, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.
ნაგვის ახალი კონტეინერები უკვე გადანაწილდა ქალაქ აბაშასა და სოფლებში. ამ ეტაპზე აბაშის მუნიციპალიტეტს სულ სამი ნაგავმზიდი ემსახურება, რაც საკმარისია სოფლებში დამატებული ახალი ლოკაციებიდან ნარჩენების ყოველ დღე გასატანად.