თბილისში რამდენიმე გამზირის რეაბილიტაცია, ხიდის მშენებლობა და გზაჯვარედინის მოწყობა იგეგმება

159
გიორგი ისაკაძის ფოტო

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დაასახელა, რომლის განხორციელებაც წელს იგეგმება.

კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელს დიდი თანხები დაიხარჯება და პროექტები თბილისელებისთვის შესამჩნევი იქნება.

დაგეგმილ ინფრასტტრუქტურულ პროექტებს შორისაა ვაჟა-ფშაველას, მარშალ გელოვანის, აკაკი წერეთლისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაცია, ასევე, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობა.

“ვეფხვი და მოყმესთან გვსურს, გავაკეთოთ ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები, გვირაბებითა და პანდუსებით, რათა შუქნიშანი საჭიროებას არ წარმოადგენდეს; ასევე, საბურთალოს რაიონში გაკეთდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი. დაახლოებით, იმ ადგილზე, სადაც ახლა საფეხმავლო ხიდია, იქვე ახლოს განხორციელდება აღიშნული პროექტი და ბაგები-საბურთალო ერთმანეთს საავტომობილო გზით დაუკავშირდება.

პროექტები განხორციელდება ეტაპობრივად, ისე რომ ამ სამუშაობით გამოწვეული დისკომფორტი შევამსუბუქოთ და კოლაფსი არ გამოვიწვიოთ“, – განმარტა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

როგორც თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა, მერია წელს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს.