ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ მოსახლეობა სამშენებლო ტექნიკას წინ გადაუდგა

666

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ვარკეთილში, “ანას ბაღთან” შეკრებილი მოსახლეობა მშენებლობის ადგილზე ტექნიკის შეყვანას აპროტესტებს. მათი ნაწილი სამშენებლო ტექნიკას წინ გადაუდგა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

,,იმიტომ არ ვაძლევთ გადაადგილების საშუალებას, რომ ეს არის ჩვენი ეზო და ნებისმიერი ტექნიკის შესვლას ჩვენ გადავუდგებით წინ. თუ კიდევ იძალადებს პოლიცია და დაცვის სამსახური შემდეგ, ყველა მოსულ მანქანასაც გადავუდგებით და მოუწევთ ყოველ ჯერზე მოსახლეობას ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რათა შეიყვანონ სამშენებლო მოედანზე ტექნიკა,” – განაცხადა ლევან ქართველიშვილმა.

ცნობისთვის, ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

პარასკევს, 10 იანვარს კი, აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით და დააჯარიმეს.