იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ოპოზიციის აქციაზე: კანონის ჩარჩოებიდან გასვლას მოყვება სამართლებრივი რეაგირება

549

დღეს, 6 დეკემბერს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე განცხადებას ავრცელებს.

შალამბერიძე მოქალქეებს ძალადობის პროვოცირებისგან თავის შეიკავებისკენ მოუწოდებს და  კანონის ჩარჩოებიდან გასვლის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირების შესახებ აფრთხილებს.

“დღეს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივმართო. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან.
ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია. კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს”,- ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებაში.

დღეს, 14 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში მასშტაბურ აქცია-მსვლელობას გეგმავს. მათი განცხადება, მსვლელობა იქნება მშვიდობიანი.