მცხეთაში აქტივისტები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

749

სტატიის გაგრძელება

მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ადგილიდან გაიყვანა, მათ შორის შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. უცნობია ისინი დაკავებულები არიან თუ უბრალოდ სიტუაციას გაარიდეს. ამასთან, დაშავებულია “გაბედეს” ერთ-ერთი წევრი.

ბიუროსთან აქციას მოძრაობა “გაბედე” მართავდა, რა დროსაც მოძრაობის წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

მოძრაობა „გაბედეს” წევრი, ცოტნე ვადაჭკორია სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, შორის, რომელმაც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. პროპორციულის ჩაგდებას თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ბაქრაძის განცხადებით, მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები, რომლებიც მცხეთის მერიასთან მივიდნენ და პროტესტს გამოხატავენ, მერიის თანამშრომლებს მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ ძლევენ. როგორც გელა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივისტებმა მათ თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს,

“მოვიდნენ, არც გვალაპარაკეს. გვიშლიან მოსახლეობასთან შეხვედრას. ჩვენს თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს. შეურაცხყოფა ისაა, რომ გვისტვენენ, არ გვესაუბრებიან“, – განაცხადა გელა ბაქრაძემ.