ახალციხის სკვერში ატრაქციონი ჩამოვარდა, რა დროსაც შიგნით ბავშვი იმყოფებოდა

69

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის გვერდით არსებულ სკვერში, 3 დღის წინ საბავშვო ატრაქციონი (საქანელა) ჩამოვარდა. შემთხვევის დროს კონსტრუქციის შიგნით პატარა ბავშვი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც აღნიშნული ატრაქციონი დაზიანდა. იგივე მოხდა 2018 წელსაც. მაშინ “სამხრეთის კარიბჭე“ წერდა, რომ მერიამ ატრაქციონების შესაკეთებლად ბიუჯეტიდან 5 900 ლარი გამოყო.

ვიდეოში, რომელსაც მედიასაშუალება ავრცელებს, ჩანს, თუ როგორ ქანაობს ბავშვი საქანელაზე, შემდგომ კი ეს საქანელა ძირს ვარდება. ბავშვს კონსტრუქციიდან გამოსვლაში მოქალაქე ეხმარება.