გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე მუზეუმების ტურისტულ მარშრუტში ჩასმა იგეგმება

261

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე მუზეუმების ტურისტულ მარშრუტში ჩასმა იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მუზეუმებში განმარტავენ, რომ კახეთში ჩასული ტურისტები ძირითადად მარნებს, აგროტურისტულ ცენტრებს და საოჯახო სასტუმროებს სტუმრობენ, სხვა ტიპის მუზეუმების შესახებ კი არაფერი იციან.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის მენეჯერი, როზა აფციაური ამბობს, რომ ტურისტების რაოდენობა მცირეა, რადგან ვაჩნაძის სახლმუზეუმი საქართველოს ტურისტულ მარშრუტში არ არის შეყვანილი.

“ბოლო სამი წელია შემოდიან ჩვენთან უცხოელი ვიზიტორები. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ინდივიდუალურად შემოდიან. უფრო ევროპული ქვეყნებიდან: გერმანია, ავსტრია, არიან საფრანგეთიდან. რუსების ნაკადი შემცირდა ადრინდელთან შედარებით. გასულ წელს გვყავდა 80 უცხოელი ვიზიტორი და წელს უკვე 220-ია მათი რიცხვი. ანუ თანდათან იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ მარშრუტში არ ვართ. ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვიზიდოთ ტურისტი. ვებგვერდი გვინდა გავაკეთოთ და გავზარდოთ სარეკლამო აქტიურობა აუცილებლად. მუზეუმი თვითონ წარმოადგენს კულტურულ ძეგლს. ეს სტატუსი მან მიიღო 2002 წელს და ჩვენ ამით ვამაყობთ. ტურისტები კი დაინტერესებულები არიან ისტორიული ძეგლებით.
გვაქვს ასევე მარანიც, სადაც ტურისტებს შეგვიძლია შევთავაზოთ ღვინის დეგუსტაცია და მივაწოდოთ ინფორმაცია მეღვინეობის ტრადიციაზე. ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩურჩხელა” – განაცხადა როზა აფციაურმა.