წალენჯიხის სოფელ ჯგალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

64

წალენჯიხის სოფელ ჯგალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ.

საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება და უახლოეს დღეებში დაიწყებს ფუნქციონირებას.

წალენჯიხის მერიის ცნობით, ერთსართულიან, ევროპული სტანდარტების დონის შენობაში მოეწყო წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები.

ახალი საბვშვო ბაღი, არის თანამედროვე, კომფორტული, ყველა იმ საჭიროებაზე მორგებული, რომელსაც დღეს მოქმედი ნორმები უყენებს ახალ საბავშვო ბაღებს.

მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს გილანი XXI ასრულებს. ახალი ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.