ბორჯომში მრავალსართულიანი ბინების სახურავებს რეაბილიტაცია უტარდება

40

ქალაქ ბორჯომში, მუნიციპალიტეტის საბინაო ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 330 245 ლარი დაიხარჯება.

როგორც მერიაში აცხადებენ, გორგასლის და პეტრიწის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ამ ორ ქუჩაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 802 ლარი დაიხარჯება.

“თორის, გამარჯვების, მესხეთის, მანჯგალაძის, რუსთაველის, შაინიძის, ფიროსმანის, ვაჟა ფშაველას, აღმაშენებლისა და გურამიშვილის ქუჩებზე სახურავების რებილიტაციისთვის 298 443 ლარი დაიხარჯა, აქედან 98% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2% კი ბინათმესაკუთრეებისგან.

ასევემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სახურავების რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდი ივნისს სტიქიით დაზიანებულ ოთხ მრავალბინიან კორპუსს, რასაც მერიის ბიუჯეტიდან 90 963 ლარი მოხმარდა. კერძო სახლების მესაკუთრეებს კი, რომლებსაც სტიქიამ სახლები დაუზიანა მერიამ თუნუქის სახურავები გადასცა, რაშიც 28 297 ლარი დახარჯა”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით უახლოეს მომავალში სტიქიით დაზიანებულ კიდევ რვა კორპუსს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.