წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის მიმართულებით გზა განახლდა

29

წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი 2 მონაკვეთად იყო დაყოფილი. ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მეორე მონაკევთზე მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.

უწყების ცნობით,სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძალიან იყო დაზიანებული და ამჟამად გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები მიმდინარებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარს შეადგენს.

წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის კეთილმოწობას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.