მდინარე ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

43

4 ნოემბრიდან მდინარე ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივის ნაცვლად ორმხრივად განხორციელდება თბილისი-სენაკის მიმართულებაზე. სამუშაოთა წარმოების პერიოდი დაწყებიდან 19 თვის ვადით არის განსაზღვრული.

ავტოტრანსპორტი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებს.