წელს თბილისის მერია, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას დაიწყებს

307

ბაგები ყოველთვის დატვირთულია და მაქსიმალურად გვინდა ამ პროექტის საშუალებით, განტვირთვა განვახორციელოთ და ვაკეში შემოსვლის გარეშე, ამ ხიდის შაშუალებით, შესაძლებელი იყოს ბაგებიდან საბურთალოზე გადასვლა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„წელს კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, პროექტი გამზადებული გვაქვს და უშუალოდ სამუშაოებზე უახლოეს დღეებში, ტენდერს გამოვაცხადებთ, ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ იცით, რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს წყნეთში და ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ კონკრეტული გზით, ბაგები ყოველთვის დატვირთულია და მაქსიმალურად გვინდა ამ პროექტის საშუალებით, განტვირთვა განვახორციელოთ და ვაკეში შემოსვლის გარეშე, ამ ხიდის შაშუალებით, შესაძლებელი იყოს ბაგებიდან საბურთალოზე გადასვლა“, – განაცხადა კალაძემ.