ზესტაფონის საჯარო მოხელეებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ

245

ზესტაფონში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ფოთის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეები, აგრეთვე, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავარი საკითხი, რომელზეც ტრენინგის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა, მონაწილეობითი ბიუჯეტის მოდელები და ბიუჯეტირების პროცესში მოაქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება იყო.

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ – საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში ჩაატარა.

პროექტის ფარგლებში ანალოგიური სწავლება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. გარდა ტრენინგებისა, პროექტით, ასევე, დაგეგმილია იმ მუნიციპალიტეტების საექსპერტო მხარდაჭერა, რომლებიც შემდგომ წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დანერგვას გადაწყვეტენ.