რომელი მუნიციპალიტეტი რამდენით დაფინანსდება 2020 წელს დღგ-ის 19%-იდან მცხეთა-მთიანეთში

2077

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2020 წელს დღგ-ის 19%-იდან მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას დუშეთი მიიღებს. თუ ამ მუნიციპალიტეტს წელს 4 823.6 ათასი ლარი (0.51%) ჰქონდა, 2020-ში 1,2 მილიონით გაიზრდება და 6 029.5 ათასი ლარი (0.59%) გახდება.

1 მილიონით გაიზრდება მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. წელს მას დღგ-ის 19%-იდან 4 131.3 ათასი ლარი (0.44%) შეხვდა, გაისად კი ეს თანხა 5 164.1 ათასი ლარი (0.51%) გახდება.

ასევე 1 მილიონით გაიზრდება თიანეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. თუ წელს მან დღგ-ის 19%-დან 4 121.0 ათასი ლარი (0.44%) მიიღო, 2020-ში თანხა 5 151.3 ათას ლარამდე (0.51%) გაიზრდება.

ყველაზე მცირე დაფინანსება კვლავ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ექნება, თუმცა, გაისად თანხა მცირედით მასაც გაეზრდება, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების პროცენტი ისევ 0.01 იქნება. წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 87 500 ლარი მიიღო, გაისად ეს თანხა 21 ათასით მეტი – 109 400 ლარი გახდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.