ტყიბულში, 43 ქუჩაზე, გარეგენათებები მოეწყო

803

ტყიბულში გარეგანათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია ხდება. ამჯერად ახალი განთების სისტემა ქალაქის შემოსასვლელში, 1200 მეტრზე მოეწყო. ხრესილის ქუჩაზე გარე განათების ორმოცი ბოძი დამონტაჟდა, რომელზეც ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათები განთავსდა. ინფორმაციას ტყიბულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტმა წელს ელექტრონული ტენდერის საშუალებით სხვადასხვა სიმძლავრის 770 -მდე მრავალწერტილოვანი (LED) სანათი შეიძინა, რომელითაც 43 ქუჩაზე და ტყიბული-ქუთაისის გზატკეცილზე გარე განათება განახლდა.

“ახალი დიოდური სანათების მთავარი უპირატესობა ვიზუალურ მხარესთან ერთად მისი ენერგოეფექტურობაა, რაც ტყიბულის განათებაში დახარჯულ ელექტროენერგიასა და ექსპლუატაციის ხარჯებს საკმაოდ შეამცირებს.

მუნიციპალიტეტის მასაშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას, ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება აწარმოებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.