ADB ქვეშეთი-კობის პროექტს $415 მილიონით დააფინანსებს

857

ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკი (ADB ) 415 მილიონი დოლარის ოდენობის ეკვივალენტს ევროში სესხს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ADB-ის გარდა, პროექტი  EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 558.6 მილიონ დოლარს შეადგენს; აქედან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს 60 მმილიონ დოლარს ეკვივალენტს ევროში, ხოლო დანარჩენი, 90 მილიონი დოლარი საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქვეშეთსა და კობს შორის, დაახლოებით, 23 კილომეტრიანი შემოვლითი გზისა, მათ შორის, ჯამურად, დაახლოებით, 10,5 კილომეტრიანი გვირაბების მშენებლობა.

პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი 2026 წლის 30 ივნისია.

საქართველოს მთავრობასა და დონორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რატიფიცირების მიზნით გუშინ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილეს და მიიღეს.