თერჯოლის სოფელ გოგნში 40 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

746

თერჯოლის სოფელ გოგნში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერმა ბონდო სოფრომაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ საზეიმო ვითარებაში გაჭრეს წითელი ლენტი და დიდი ხნის ოცნების ასრულება მიულოცეს ადგილობრივებს.

„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოგვარდა პრობლემა, რაც წლების მანძილზე აწუხებდა გოგნის მოსახლეობას. დღეს 18-მა აღსაზრდელმა შეაღო თანამედროვე სტანდარტების ბაღის კარები, სადაც ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულად აღიზარდონ. ბაღი 40 ბავშვზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 244 084 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი მომავალ თაობაზე ზრუნვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ არაერთ ლამაზ დღეს ვაჩუქებთ ჩვენს პატარებს“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.