პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს

820

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს.

ირაკლი ზარქუა ამჟამად თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 51-ე ნომერია.

აღსანიშნავია, რომ ზარქუა „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში წარმოადგენს და მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს. ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ერთ-ერთ მოადგილეა.

იმ შემთხვევაში თუ ზარქუა საკრებულოში დარჩება, ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში სიით მომდევნო – თემურ გოცირიძე შეცვლის.

ვანო ზარდიაშვილი, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გასული დეპუტატია, სადეპუტატო მანდატს ტოვებს. მან ამის შესახებ განცვხადება დღეს გაავრცელა.