ზესტაფონში მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

1441

ტელეკომპანია არგო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში თემაზე – “ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში” ტრენინგი გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში დეცენტრალიზაციის როლზე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმირებაზე, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასა და ადგილობრივი თვითმართველობებისა და მედიის თანამშრომლობის ფორმების შესახებ მიაწოდეს.

ტრენინგი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საქართველოს მედია კლუბმა” ჩაატარა, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების   მხარდაჭერით ჩატარდა.