ბათუმში გოგებაშვილის ქუჩა უსახური კონსტრუქციებისგან გაიწმინდა

1241

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა და იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორია უსახური კონსტრუქციებისაგან გათავისუფლდა.

ბათუმის მერიის ცნობით, 100-მდე თვითნებურად განთავსებული უსახური დახლის, საჩრდილობლის, ლითონის კონსტრუქციისა და სარეკლამო აბრის გატანა მოხდა.

სამუშაოები მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებთან ერთად განახორციელა.